რუსული კანონის მიღებამ და "ოცნების" მკვეთრად ანტიდასავლურმა კურსმა სახელისუფლებო პარტიაში შეუქცევადი პროცესები განაპირობა. ბიძინა ივანიშვილის გუნდმა პარლამენტში შესაძლოა უმრავლესობა დაკარგოს.
კულუარული ინფორმაციით, შიდა დაპირიპირება "ქართულ ოცნებაში" იმდენად გამწვავდა, რომ დეპუტატები პარტიას ტოვებენ. "მთავარი არხის" ინფორმაციით, ამის შესახებ უკვე საქმის კურსშია "ოცნების" თავმჯდომარე, რომელმაც დახურულ შეხვედრაზე თანაპარტიელებისგან მოითხოვა სახელისუფლებო გუნდის დატოვების შემთხვევაში დეპუტატის მანდატზე უარის თქვან.
ავტორი: ნატალი ჯახუტაშვილი