
კრემლი "ქართული ოცნებით" აღფრთოვანებულია. სახალხო აქციის დარბევა, რუსული კანონის მიღება და უკრაინელების კრიტიკა მოსკოვში მხოლოდ მოწონებას იმსახურებს. და რუსი პოლიტიკოსების პარალელურად საქართველოს ხელისუფლებით ღია კმაყოფილებას სულ უფრო ხშირად გამოხატავენ კრემლის მთავარი პროპაგანდისტებიც.
მოსკოვში კიდევ ერთხელ ხმამაღლა გაიმეორეს მთავარი დადებითი თვისება, რომელსაც ბოლო დროს "ქართული ოცნების" მთავრობის მეთაურებს მიაწერენ. ეს ნამდვილად არაპოლიტკორექტული, თითქმის სკაბრეზული და მთავრობის მეთაურისთვის ალბათ შეურაცხმყოფელი შეფასება მოსკოვიდან პირველად არ ისმის. თუმცა "ქართული ოცნების" პოლიტიკურ გემოვნებაში ნამდვილად ჯდება ის, რითიც პუტინი სააკაშვილს ემუქრებოდა, ვლადიმერ სალავიოვი კი ირაკლი ღარიბაშვილს აქებს.
ავტორი: ზურა პეტროსიანი