მიხეილ სააკაშვილი კვლავ ევროპული პოლიტიკის ყურადღების ცენტრშია. ევროპარლამენტარები საგანგებო სხდომაზე იკრიბებიან დისკუსიისთვის თემაზე - პუტინის პირადი პატიმრები ციხეში, რომლებიც სიკვდილის პირას არიან. საქართველოს მესამე პრეზიდენტი და რუსი პოლიტპატიმარი ვლადიმერ კარა-მურზა ამ დისკუსიის მთვარი პერსონები იქნებიან.
ბრიუსელში შეკრებას გიული ალასანია და ედუარდ სააკაშვილიც დაესწრებიან. ეს სხდომა განსაკუთრებით აქტუალური ხდება მიხეილ სააკაშვილის თემაზე ბოლო დროს ევროპელი ლიდერების განცხადებების და დასავლური მედიის განსაკუთრებული ყურადღების შემდეგ.