
იტალიის თავდაცვის მინისტრი, გვიდო კროზეტო "ვაგნერის" დაჯგუფებას ევროპაში მიგრაციული კრიზისის გაღვივებაში ადანაშაულებს.
"აფრიკის სანაპიროებიდან მიგრაციის ექსპონენციალური ზრდა ასევე დიდწილად არის ჰიბრიდული ომის მკაფიო სტრატეგიის ნაწილი, რომელსაც ვაგნერის ჯგუფი ახორციელებს თავისი მნიშვნელოვანი წონის გამოყენებით აფრიკის ზოგიერთ ქვეყანაში" - თქვა მან.
კროზეტოს თქმით, უკონტროლო მიგრაცია ხდება "ყველაზე დაუცველ ქვეყნებზე, პირველ რიგში იტალიაზე და მათ გეოსტრატეგიულ არჩევანზე".
იტალიის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, წელს 20 000-ზე მეტი მიგრანტი უკვე დაეშვა იტალიის სანაპიროებზე, მაშინ როდესაც გასული წლის და წინა წლის ანალოგიურ პერიოდში დაახლოებით 6 000 იყო.