პუტინის მოკავშირე, ბოსნია და ჰერცეგოვინის სერბთა რესპუბლიკის ლიდერი "აგენტებზე" კანონის მიღებას გეგმავს

გამოქვეყნდა:

ბოსნია-ჰერცეგოვინის სახელმწიფოებრივი სუბიექტის, სერბთა რესპუბლიკის ლიდერი, მილორად დოდიკი ამბობს, რომ მისი ერთეულები მიიღებენ კანონს "უცხოური აგენტების შესახებ". კანონი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სამოქალაქო ასოციაციების საქმიანობას შეეხება. ინფორმაციას ამის შესახებ bne IntelliNews ავრცელებს. პროეტქს, ეროვნული ასამბლეა დღეს განიხილავს.

"ანალოგიურმა კანონმა გამოიწვია მასობრივი პროტესტი საქართველოში, რამაც აიძულა მთავრობა უკან დაეხია. საქართველოს კანონმდებლობა, თავის მხრივ, რუსეთის ადრინდელი კანონმდებლობის მსგავსი იყო", - წერს მედია.

bne IntelliNews-ის თქმით, დოდიკის ეს ნაბიჯი ბოსნიაში ევროკავშირის დელეგაციამ შემაშფოთებლად მიიჩნია.

"ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლების ეფექტიანი გამოყენების ნებისმიერი უსაფუძვლო შეზღუდვა, გაერთიანებისა და გამოხატვის უფლებების ჩათვლით, თავისთავად ეწინააღმდეგება ბოსნია და ჰერცოგოვცინას მისწრაფებებს ევროპულ გზაზე", - თქვა ევროკავშირის წარმომადგენელმა ფერდინან კოენიგმა.

დოდიკი ამტკიცებს, რომ კანონი აშშ-ის კანონს (FARA) ასახავს, თუმცა ქვეყანაში აშშ-ის საელჩომ კანონპროექტი მკაცრად გააკრიტიკა და თქვა, რომ ის კრემლის მიერაა შთაგონებული.

ცნობისთვის, დოდიკი პუტინის ახლო მოკავშირეა, უკრაინაში ომის დაწყების მიუხედავად, მან რუსეთის პრეზიდენტთან მჭიდრო კავშირი შეინარჩუნა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი