რუსეთმა ომში დაახლოებით 160 540 სამხედრო დაკარგა - უკრაინის გენშტაბის მონაცემები

გამოქვეყნდა:

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი რუსი ოკუპანტების სამხედრო დანაკარგის შესახებ განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს. მონაცემები მოიცავს 2022 წლის 24 თებერვლიდან ამ წლის 14 მარტამდე პერიოდს.

გენშტაბის ცნობით, ოკუპანტების სამხედრო დანაკარგი ასეთია:​  

  • ჯარისკაცი - დაახლოებით 160 540;
  • ​ტანკი - 3 484;
  • ჯავშანტექნიკა - 6 789;
  • საარტილერიო სისტემა - 2 519;
  • სარაკეტო სისტემა - 495;
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა - 260;
  • თვითმფრინავები - 304;
  • ვერტმფრენი - 289;
  • ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი -2 120 ;
  • საკრუიზო რაკეტები - 907;
  • საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზები - 5 367;
  • გემი/ნავი/კატარღა - 18;
  • ​ სპეციალური აღჭურვილობა - 256.
მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი