ამოქმედების გარეშე მოიტანა იმაზე მეტი შედეგი, ვიდრე ამოქმედებით შეეძლო - კობახიძე "რუსულ კანონზე"

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თქმით, რუსულმა კანონპროექტმა ამოქმედების გარეშე მოიტანა იმაზე მეტი შედეგი, ვიდრე მის ამოქმედებას შეეძლოა.

კობახიძის თქმით, ყველამ აღიარა, რომ აგენტი სათაკილო საქმეა, "ვისი აგენტიც არ უნდა იყო ჩრდილოეთის, დასავლეთის სამხრეთის თუ აღმოსავლეთის".

"კიდევ ერთხელ გვინდა აღვნიშნოთ, რომ კანონპროექტმა უცხოელი აგენტების შესახებ ამოქმედების გარეშე მოიტანა იმაზე მეტი შედეგი, ვიდრე თუნდაც ამოქმედებით შეეძლო მოეტანა. პირველ რიგში, ყველამ აღიარა. რომ აგენტობა სათაკილოა ვისი აგენტიც არ უნდა იყო, ჩრდილოეთის, დასავლეთის სამხრეთის თუ აღმოსავლეთის. საზოგადოება ახლა უკეთ არჩევს უცხოელი გავლენის აგენტებს ხალხის გავლენის აგენტებისგან. ყველასთვის ცხადი გახდა, რომ ის ორგანიზაციები, რომლებიც ცდილობენ ბაკურიანის გეგმის განხორციელებას სცენიდან ითხოვდნენ მთავრობის გადადგომას, ცდილობდნენ ეკლესიის რეპუტაციის შერყევას, აწარმოებენ ლგბტ პროპაგანდას უპირისპირდებიან ქვეყნის ენერგეტიკულ დამოუკიდებლობა და ა.შ. სინამდვილეში, არა ქართველი ხალხის, არამედ უცხოური გავლენის აგენტები არიან.

გარდა ამისა, კანონპროექტი და მის გარშემო გაშლილი დისკუსია მომავალშიც ეფექტიანად აგვაცილებს თავიდან ბაკურიანის გეგმის განხორციელებას, ანუ NGO-ების ჩართულობით ხელისუფლების გადატრიალებას. შეგახსენებთ, რომ NGO-ების მეშვეობით ჩვენს ქვეყანაში 2003 წელს უკვე შედგა რევოლუცია, რომელმაც საქართველოს დემოკრატიული უკუსვლა, ავტორიტარიზმი, ადამიანის წამება, ბიზნესის რეკეტი, მედიის მიტაცება და ქვეყნის ტერიტორიის 20%-ის ოკუპაცია მოუტანა. ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ უცხოური გავლენის აგენტების ხელით, ნაცმოძრაობის ხელისუფლებაში დაბრუნებას ჩვენ არასოდეს დავუშვებთ", - თქვა ირაკლი კობახიძემ.

შეგახსენებთ, სამოქალაქო საზოგადოების, საერთაშორისო პარტნიორებისა და პოლიტიკოსების კრიტიკის მიუხედავად, პარლამენტმა 7 მარტს რუსული კანონი პირველი მოსმენით მიიღო, მას მხარი მხოლოდ უმრავლესობის დეპუტატებმა დაუჭირეს. კანონის მიღება მოქალაქეებმა რუსთაველზე აქციით გააპროტესტეს, რომელიც ორი დღის განმავლობაში გაგრძელდა. სამართალდამცველებმა აქციები ძალის გამოყენებით დაარბიეს. საზოგადოების პროტესტის შემდეგ, კი მმართველი პარტია იძულებული გახდა, კანონი მისი პირველი მოსმენით მიღებიდან სამ დღეში ჩაეგდო.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი