
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, დგება პროექტი, რომ მომავალში ყველა ბაზრობაზე ჩატარდეს PCR კვლევა. ამ თემაზე მან საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ ისაუბრა.
გამყრელიძის თქმით, ლილოს ბაზრობაზე გაფართოებული კვლევა მიმდინარეობს, რადგან აქ გადაიკვეთა გარდაბნისა და სხვა კლასტერების შემთხვევები. მისი ინფორმაციით, 3 დღის განმავლობაში ლილოს ბაზრობის მოვაჭრეებიდან 1 415 ტესტია აღებული, საიდანაც 5 კოვიდინფიცირებული უკვე გამოვლენილია, 6-ზე კი განმეორებითი, ჩაღრმავებული კვლევა მიმდინარეობს. დამატებით, ამ ნაწილიდან 500 ნიმუშზე პასუხს დღეს, 27 ივლისს ელოდებიან.
ეს ორი წერტილი - ბაზრობები და გარდაბნის მუნიციპალიტეტი გახლავთ უფრო მეტად ყურადღებამისაქცევი ადგილები ქვეყანაში, რადგან ბაზრობებზე ყველაზე მაღალია მობილობა, მაღალია ადამიანთა მისვლა-მოსვლა, ამიტომ საჭიროა მეტი ყურადღება იქნეს ბაზრობებზე. გამკაცრებულია ყველა ბაზრობაზე თერმოსკრინინგი, გამკაცრებულია დისტანცირება, გამკაცრებულია სანიტარული წესები. ყველაზე დიდ, ლილოს ბაზრობაზე მიმდინარეობს PCR კვლევები, ვფიქრობთ, ახლა დგება პროექტი, რომ ამ ტიპის კვლევები განვახორციელოთ ყველა ბაზრობაზე, რამეთუ, ხაზს ვუსვამ, რომ ბაზრობები ერთ-ერთი მომატებული რისკის ზონები გახლავთ ინფექციის გავრცელებისა, - თქვა გამყრელიძემ.
ბოლო მონაცემებით საქართველოში:
ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, დღეს დადასტურებული 6 ახალი შემთხვევიდან 4 შემოტანილია, 1 დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტი და ერთის წყარო არის სოფელი გაჩიანი.