ნაციონალი ლექტორები სტუდენტებს აქციებში მონაწილეობის სანაცვლოდ ნიშნების მომატებას სთავაზობდნენ - კობახიძე

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის მტკიცებით, უნივერსიტეტებსა და სკოლებში "ფაშისტური კამპანია" წარმოებდა "რუსული კანონის" წინააღმდეგ საპროტესტო გამოსვლების დროს. მისი თქმით, შემაშფოთებელი იყო "ნაციონალი ლექტორების" მიერ სახელმწიფო და კერძო უნივერსიტეტების პოლიტიკური პროპაგანდისთვის გამოყენება.

კობახიძის მტკიცებით, "ნაციონალი ლექტორები" სტუდენტებს აქციებში მონაწილეობის სანაცვლოდ ნიშნების მომატებას სთავაზობდნენ:

"განსაკუთრებით შემაშფოთებელია ფაშისტური კამპანია, რომელიც უნივერსიტეტებსა და სკოლებში წარმოებდა. დაფიქსირდა ისეთი შემთხვევებიც კი, როგორიცაა სკოლის პედაგოგების მიერ საკუთარი მცირეწლოვანი მოსწავლეების მშობლების მოღალატეებად მოხსენიება, რაც ფაშიზმისა და ბოლშევიზმის უმძიმესი გამოხატულებაა. ასევე დაფიქსირდა საუნივერსიტეტო-სასწავლო პროცესიდან პროფესორების ჩამოშორების მოთხოვნით. ამგვარი კამპანია საქართველოში ბოლოს წარმოებდა ზუსტად ერთი საუკუნის წინ ახალგაზრდა ბოლშევიკების მიერ, რომლებმაც საწინააღმდეგო შეხედულების პროფესორები, მათ შორის თსუ-ს დამფუძნებელი, ივანე ჯავახიშვილი უნივერსიტეტიდან გააძევეს. 

შემაშფოთებელი იყო ნაციონალი ლექტორების მიერ სახელმწიფო და კერძო უნივერსიტეტების პოლიტიკური პროპაგანდისთვის გამოყენება, რაც აკადემიური ეთიკის უხეში დარღვევაა. შეგახსენებთ რომ ნაციონალი ლექტორები თავად შლიდნენ სასწავლო პროცესს, სტუდენტებს აქციებში მონაწილეობის სანაცვლოდ სთავაზობდნენ ნიშნების მომატებას და ა.შ უნივერსიტეტების პოლიტიკური მიზნებით გამოყენებაც ნაციონალური მოძრაობის უცვლელი ხელწერაა", - თქვა კობახიძემ. 

ცნობისთვის, რუსული კანონის გამო თუს-ს სტუდენტები პროტესტის ირაკლი კობახიძესაც დახვდნენ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი