ბათუმის საკრებულოში ენმ-ის წევრი, ბათუმის მერის გადაყენებას ითხოვს

გამოქვეყნდა:

ბათუმის საკრებულოს ნაციონალური მოძრაობის დეპუტატი რეზო ხარაზი არჩილ ჩიქოვანის გადაყენებას ითხოვს და უმრავლესობას მოუწოდებს, შესაბამისი პროცედურები დაიწყოს ბათუმის მერის გადაყენებასთან დაკავშირებით.

ხარაზის თქმით, ბოლო დროს, ზღვისპირა ქალაქში მომხდარ ტრაგიკულ მოვლენებთან დაკავშირებით მერი არანაირ პასუხისმგებლობას არ იღებს. 

ხარაზის თქმით, ბათუმში კორპუსი ჩამოინგრა, ლიფტები ვარდება, ატრაქციონმა არასრულწლოვანი შეიწირა, თუმცა ჩიქოვანი პასუხისმგებლობას არაფერზე იღებს მხოლოდ კორუფციულო გარიგებებით არის დაკავებული.

ავტორი: თეა ვაშალომიძე

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი