ამერიკა ცდილობს საქართველოსა და მოლდოვაში რუსეთის წინააღმდეგ დაძაბულობის კერები შექმნას - ლავროვის მოადგილე

გამოქვეყნდა:

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე გრუშენკოს განცხადებით, ამერიკა და მისი "სატელიტები" ცდილობენ საქართველოსა და მოლდოვაში რუსეთის წინააღმდეგ დაძაბულობის კერები შექმნან. 

გრუშენკოს განცხადებით, ისინი შეშფოთებულები არიან საქართველოში და მოლდოვაში არსებული სიტუაციით.

"რა თქმა უნდა ჩვენ შეშფოთებულები ვართ ყველაფრით, ჩვენ გვაწუხებს სიტუაცია საქართველოში და სიტუაცია მოლდოვაში, რადგან ისინი მოშორებით არიან ამერიკისგან, რომელიც ცდილობს უკარნახოს, რა გააკეთონ ან არ გააკეთონ ამ ქვეყნებმა. ისინი ჩვენი მეზობლები არიან და ჩვენ ვხედავთ, რომ შეერთებული შტატები თავისი "სატელიტებით" მუშაობს ჩვენს საზღვარზე დაძაბულობის უფრო და უფრო მეტი კერის შესაქმნელად", - თქვა რუსეთის საგარეო სამინისტროს წარმომადგენელმა.

მისივე თქმით, ამერიკა ამ ყველაფრით რუსეთისთვის უსაფრთხოების ინტერესის ზონებში კონკურენციის შექმნას ცდილობს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი