
დღეს, 14 მარტს ევროპარლამენტში მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით დებატები გაიმართება. "პოლიტპატიმრები, რომელთა სიკვდილის ბრძანება გასცეს: კარა-მურზა, გორინოვი და სააკაშვილი" - ასე ჰქვია დებატებს, რომლის მოდერატორები ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა და პეტრას აუსტრევიჩუსი არიან.
ევროპარლამენტარები მიხეილ სააკაშვილს პუტინის პირად პატიმრად მოიხსენიებენ და ამბობენ, რომ ევროპარლამენტი პოლიტიკურ პატიმრებს გვერდით უნდა დაუდგეს.
"ფილმმა ალექსეი ნავალნის შესახებ ოსკარი აიღო. ამით მსოფლიომ გაიგო რომ რუსეთი და მისი ავტორიტარული რეჟიმი არის საფრთხე ყველა იმ ადამიანისთვის, ვისაც მშვიდობა, სტაბილურობა და დემოკრატია სურს. ვფიქრობ, ეს პარლამენტი გვერდით უნდა დაუდგეს მათ და დაუბრუნდეს ალექსეი ნავალნისა და ყველა პოლიტპატიმრის გათავისუფლების საკითხს. ეს არის ალექსეი გორინოვი, ვლადიმირ კარა-მურზა, საქართველოში მიხეილ სააკაშვილი და ბევრი სხვა. მიმდინარე კვირაში მათი ოჯახის წევრები ევროპარლამენტში იქნებიან და მხარი დავუჭიროთ მათ", - თქვა გი ვერჰოფსტადმა
უკვე სტრასბურგში იმყოფებიან მიხეილ სააკაშვილის ოჯახის წევრები. როგორც ცნობილია დებატებში მონაწილეობას მიიღებს "მაგნიტსკის სიის ავტორი, ბილ ბროუდერი.