ბრიტანეთის უმთავრესი პრიორიტეტია უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაწევა - სუნაკი

გამოქვეყნდა:

დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრის რიში სუნაკის თქმით, ქვეყნის უმთავრესი პრიორიტეტი უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაწევაა. ამის შესახებ სუნაკმა აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან და ავსტრალიის პრემიერთან ენტონი ალბანესთან AUKUS-ის ალიანსის ფარგლებში თანამშრომლობის განხილვისას ისაუბრა. 

"დიდი ბრიტანეთის უმთავრესი პრიორიტეტია გააგრძელოს უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაწევა, რადგან მათი უსაფრთხოება, ჩვენი უსაფრთხოებაა და ჩვენ კიდევ უფრო განვამტკიცებთ გამძლეობას", - თქვა სუნაკმა.

დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა აღნიშნა, რომ თანამედროვე გამოწვევები გაიზარდა მხოლოდ "რუსეთის უკანონო შეჭრით უკრაინაში, ჩინეთის მზარდი თავდაჯერებულობით, ირანისა და ჩრდილოეთ კორეის დესტაბილიზაციის გამოწვევის მცდელობებით".

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი