რუსებმა კრამატორსკში საცხოვრებელი კორპუსი დაბომბეს - ნანგრევებში მშვიდობიანი მოსახლეობაა მოყოლილი

გამოქვეყნდა:

დღეს, 14 მარტის დილით, რუსმა სამხედროებმა დონეცკის რეგიონში, კრამატორსკში საცხოვრებელი კორპუსი დაბომბეს, - ამის შესახებ ინფორმაციას დონეცკის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, პაველ კირილენკო ავრცელებს.

კირილენკოს ცნობით, დაბომბვის შედეგად სულ მცირე ერთი ადამიანი გარდაიცვალა და დაშავდა სამი. 

Unian-ის ინფორმაციით რაკეტა სამ სართულიან კორპუსს მოხვდა, რამაც მისი დანგრევა გამოიწვია. ნანგრევებს შორის მოყვნენ კორპუსის მაცხოვრებლები.  ნანგრევებიდან ისმის გადარჩენილი ადამიანების ხმაც.

ადგილზე მობილიზებულები არიან სამაშველო ჯგუფები.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი