
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივანი - პეტრე ცისკარიშვილი და მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების შტაბის ხელმძღვანელი გიორგი ჩალაძე, მიხეილ სააკაშვილის ოჯახის წევრებთან ერთად, სტრასბურგში იმყოფებიან.
ევროპარლამენტარები დღეს სტრასბურგში საგანგებო სხდომაზე შეიკრიბნენ. ენმ-ს ცნობით, სადისკუსიო საკითხი სიკვდილის პირას მყოფ პუტინის პირადი პატიმრებთანაა დაკავშირებული.
სხდომის ერთ-ერთი მომხსენებელი ვილიამ ბროუდერია, რომლის სახელთანაცაა დაკავშირებული მაგნიტსკის სიის შედგენა. დისკუსიების შემდეგ გაიმართება პრესკონფერენცია.