პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი რუსთაველზე პრორუსი რადიკალური დაჯგუფების აქციასა და ევროკავშირის დროშის დაწვას გამოეხმაურა და თქვა, რომ "რადიკალიზმი წარმოშობს რადიკალიზმს".
"ჩვენ რასაც ვხედავთ, რადიკალიზმი წარმოშობს რადიკალიზმს, ასეთი ქცევა, რა თქმა უნდა, მიუღებელია, ვისგანაც არ უნდა მოდიოდეს ეს. შესაბამისად დაზიანებულია ფლაგშტოკიც აღდგება და დროშაც სათანადო პატივით დაბრუნდება თავის ადგილას.
[..]
დროშა სათანადო პატივით დაბრუნდება თავის ადგილას, რაც შეეხება ლოზუნგების მოყვარულ დეპუტატებს, რომლებიც ახლა მოგვიწოდებენ სხვადასხვა სიმბოლიზმისკენ, ეს არასერიოზული მიდგომაა და გამოვეხმაურები ამ საკითხს. როცა პარლამენტის შენობის ფანჯრები იმსხვრეოდა, მაშინ უნდა ეფიქრათ ევროპაზე. თუკი ევროპაზე საუბრობენ, ევროპის დროშა მათ გულში უნდა ფრიალებდეს და მათი ქცევა უნდა იყოს ევროპული", - თქვა შალვა პაპუაშვილმა.
ცნობისთვის, რადიკალურმა ჯგუფებმა რუსთაველზე პარლამენტთან აღმართული ევროკავშირის დროშა ჩამოგლიჯეს და დაწვეს. შსს-მ გამოძიება მომხდარზე ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო.