ხარკოვში დააკავეს რუსი სამხედრო, რომელიც 6 თვე იმალებოდა

გამოქვეყნდა:

უკრაინაში დააკავეს რუსი ჯარისკაცი, რომელიც ექვსი თვის განმავლობაში იმალებოდა, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. 

42 წლის სამხედრო უკრაინელმა ჯარისკაცებმა ხარკოვის რეგიონში, ქალაქ კუპიანკსში პატრულირებისას შეაჩერეს.

როგორც დაკავებული ამბობს, ის ერთ-ერთ მიტოვებულ შენობაში მას შემდეგ იმალებოდა, რაც უკრაინულმა ძალებმა 2022 წლის სექტემბერში კუპიანსკი გაათავისუფლეს.

როგორც გამოძიება დაადგინა, რუსი ჯარისკაცი 27-ე ცალკეული გვარდიის მოტომსროლელთა ბრიგადის წევრი აღმოჩნდა, რომელიც მოსკოვის მკვიდრია.

ცნობისთვის, კუპიანსკი მნიშვნელოვანი სარკინიგზო კვანძი კვანძია, რომელიც რუსულმა მხარემ ომის დაწყებიდან რამდენიმე დღეში აიღო. ოკუპანტები ქალაქს რამდენიმე თვის განმავლობაში აკონტროლებდნენ. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი