დღეს რაც მიხეილ სააკაშვილის თავს ხდება, არის სახელმწიფოს მიერ განხორციელებული წამება, პარიზში კამპანია გვაქვს, რომ ევროპისა და აშშ-ს ყურადღება მივიქციოთ - ფრანგი პოლიტოლოგი

გამოქვეყნდა:

ფრანგი პოლიტოლოგი და აქტივისტი, ბერნარდ-ანრი ლევიმ "მთავარი არხის" გადაცემა "დღის სტუმარში" მიხეილ სააკაშვილის პატიმრობასა და ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ისაუბრა.

მისი თქმით, რაც მიხეილ სააკაშვილის თავს დღეს ხდება, არის სახელმწიფოს მიერ განხორციელებული წამება.

"ვერც კი წარმომიდგენია, რომ ეს ბუმბერაზი ადამიანი და უძლიერესი პოლიტიკოსი ახლა სადღაც ციხეში, პატარა ოთახშია გამოკეტილი პუტინის მიერ მოწყობილ სარკოფაგში და მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება. ეს იდეა უკიდურესად მაშფოთებს, მაღიზიანებს და მანერვიულებს. აქ, პარიზში ჩემ ადგილობრივ პარიზულ გამოცემაში "თამაშის წესები ჩვენ", კამპანია გვაქვს გაჩაღებული და ყველაფერს  ვაკეთებთ, რომ საფრანგეთის ევროპისა და შეერთებული შტატების საზოგადოებრივი აზრის ყურადღება მივიქციოთ მიხეილ სააკაშვილის ბედზე.

მე მიშას პირველი ხელნაწერი წერილი მივიღე ციხიდან და გამოვაქვეყნე ჩემს ჟურნალში, შემდეგ ამერიკაში გავუგზავნე ჩვენს მეგობარ ბილ ბროუდერს. მიხეილ სააკაშვილის ბედი ეხება ყველა ქალსა და კაცს, ყველა სახელმწიფო მეთაურს. დღეს რაც მიხეილ სააკაშვილის თავს ხდება, არის სახელმწიფოს მიერ განხორციელებული წამება, ნელი სიკვდილით ადამიანის სიცოცხლის ხელყოფა.

ციხეში მოწამლეს და როგორც ციხის და სამედიცინო პერსონალი მას ექცევა დანაშაულზე ხელის მოწერაა. ფაქტობრივად, ევროპის შუაგულში საქართველოში გვყავს პოლიტპატიმარი და როგორი პატიმარი - საქართველოს დიდებას და წარმატებას რომ წარმოადგენდა, იმ საქართველოსი, რომლის პრეზიდენტი მიშა იყო, ვიცავდი თქვენი ქვეყნის ინტერესებს, ვიცავდი, რომ ნატოსა და ევროკავშირში მიეღოთ. ეს პატარა ევროპული მისწრაფებების ქვეყანა ახლა თავის პრეზიდენტს კლავს ნელ-ნელა ეს ყველა ეთიკას და მორალს სცილდება", - თქვა ბერნარდ-ანრი ლევიმ.

ფრანგი პოლიტოლოგი გადაცემაში რუსულ კანონპროექტს და საქართველოში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებსაც გამოეხმაურა.

"რაც შეეხება რუსულ კანონს, პუტინის საჭირო იდიოტები, პუტინის თანამზრახველები და საქართველოს ხელისუფლება, აშკარად რაღაც ფანდს ათამაშებს. ძალიან ფრთხილად უნდა იყოთ, ბლეფია, რომ უკან დაიხიეს, ისინი ახლა ცდილობენ მოახდინონ მობილიზება, რომ უფრო ძლიერად დაგარტყან. არ მოდუნდეთ და წინასწარ არ დაიჯეროთ, რომ რამეს შეცვლიან. ყველაფერს ელოდეთ მათგან, მედგრად უნდა დადგეთ, როგორც მაიდანზე იდგა ხალხი. ჯერ ადრეა იმაზე ფიქრი, რომ პუტინის მომხრეებმა უკან დაიხიეს, ისინი ახლა ემზადებიან იმისთვის, რომ უკეთ გაუსწორდნენ ქალებს კაცებსა და ახალგაზრდებს თბილისის მაიდანზე", - თქვა ბერნარდ-ანრი ლევიმ.

ინტერვიუ ფრანგ პოლიტოლოგთან მაია გოგსაძემ ჩაწერა. 

 

მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი