რუსებმა ხარკოვის ოლქის გათავისუფლებული ქალაქი დაბომბეს - არის მსხვერპლი

გამოქვეყნდა:

ხარკოვის სამხედრო ადმინისტრაციის უფროსის, ოლეგ სინეგუბოვის ინფორმაციით, რუსმა ოკუპანტებმა გათავისუფლებული ქალაქი, ვოვჩანსკი დაბომბეს, მისი ინფორმაციით დაიღუპა 1 პირი. 

 "მტერი აგრძელებს ვოვჩანსკის მშვიდობიანი მოსახლეობის და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის დაბომბვას. სამწუხაროდ, ადამიანები იღუპებიან. დღეს, დაახლოებით 10:00 საათზე, ქალაქის სახანძრო-სამაშველო განყოფილების დაბომბვისას, მტრის ჭურვი სამოქალაქო მანქანას მოხვდა. მასში მყოფი 55 წლის ქალი ადგილზე გარდაიცვალა" - წერს სინეგუბოვი

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი