"მთავარი ხაზი ახლა თქვენზე გაივლის... ცალკე საკუთარი თავის გადარჩენა მოგიწევთ და ცალკე - საერთო საქმის" | ნიკა გვარამიას მიმართვა კრიტიკულ მედიას

გამოქვეყნდა:

"მთავარი ხაზი ახლა თქვენზე გაივლის... ცალკე საკუთარი თავის გადარჩენა მოგიწევთ და ცალკე - საერთო საქმის", - ამის შესახებ "მთავარი არხის" გენერალური დირექტორი და დამფუძნებელი, ნიკა გვარამია რუსთავის სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გავრცელებულ წერილში წერს და კრიტიკული მედიის წარმომადგენლებს მიმართავს:

...მეგობრებო, მთავარი ხაზი ახლა თქვენზე გაივლის. უმძიმეს მდგომარეობაში მყოფებს, ცალკე საკუთარი თავის გადარჩენა მოგიწევთ და ცალკე - საერთო საქმის. უნდა გამხნევდეთ და უნდა შეძლოთ, რადგან არავითარი სხვა გზა არ არსებობს. ყველა თქვენ გიყურებთ და თქვენი გამბედაობა და გონივრულობა გადამდები იქნება ყველასთვის. სულ უნდა გახსოვდეთ კაფკა:

"ვიღაცამ სულ უნდა იგუშაგოს.
ვიღაც სულ უნდა იყოს იქ".

მთავარი არხი, ფორმულა, ტვ პირველი, კავკასია 

აბა თქვენ იცით! აბა ჩვენ ვიცით, ყველამ ერთად! 

თქვენი ნიკა 212-ე საკნიდან, - წერს ნიკა გვარამია. 

ნიკა გვარამიას წერილი სრულად

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი