საზოგადოებას ვამცნობთ იმ დანაშაულებრივი გულგრილობის შესახებ, რაც კახეთის რეგიონში სუფევს - ლევან ბეჟაშვილი

გამოქვეყნდა:

ბაკურციხე-თელავის შემოვლითი გზა 2019 წელს უნდა დასრულებულიყო. მსოფლიო ბანკისგან ნასესხები 38 მილიონი ლარით დაიგო გზის მხოლოდ 5 კილომეტრიანი მონაკვეთი, რომლის ერთი ნაწილი უკვე ამორტიზებულია. ამასთანავე, ზიანდება კომუნიკაციებიც. ამ თემაზე სპეციალური განცხადება გააკეთა "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ლევან ბეჟაშვილმა. 

გვინდა საზოგადოებას ვამცნოთ იმ დანაშაულებრივი გულგრილობის შესახებ, რომელიც კახეთის რეგიონში სუფევს, - თქვა ბეჟაშვილმა. 

მისი თქმით, გზის მიმართულება უნდა ყოფილიყო ბაკურციხე-გურჯაანი ველისციხე და ეს უნდა ყოფილიყო თანამედროვე ავტობანი, რომლითაც მოსახლეობასთან ერთად ჩამოსული სტუმრებიც ისარგებლებდნენ.

ბეჟაშვილის თქმით, ამ გზის მშენებლობაზე დასახარჯი ფული კონკრეტული ჩინოვნიკების ჯიბეშია წასული და ეს ყველაფერი ხდებოდა გუბერნატორ ქადაგიშვილისა და  გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატის დავით სონღულაშვილის თვალწინ. 

ლევან ბეჟაშვილი კახეთის მოსახლეობას მოუწოდებს, შემოუერთდეს მის გუნდს საპარლამენტო ბრძოლაში საქართველოსთვის. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი