რუსული შურისძიება "ქართული ოცნების" ხელით. 2008 წლის ომის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეულ მებრძოლს საქართველოს ხელისუფლება სასამართლო კლანის გამოყენებით დევნის. გენერალ გიგი კალანდაძეს, რომელიც წლებია ფაქტობრივად დევნილია სამშობლოდან, რომლისთვისაც სისხლს ღვრიდა, ახლა უსახლკაროდ დარჩენაც ემუქრება.
ფაქტები ადასტურებს, რომ სასამართლო და აღსრულების ბიურო მიზანმიმართულად აჩქარებდნენ კალანდაძის ქონების აღწერას, რომლითაც სავარაუდოდ გამამტყუნებელი განაჩენის დაკმაყოფილება უნდა მომხდარიყო. მომჩივანი კი კიდევ ერთი ცნობილი სამხედროა - პოლკოვნიკი ტრისტან წითელაშვილი, რომელიც ყოველთვის ჩნდება იქ - სადაც რუსეთის ინტერესებია.