
ეს ცალკეული შემთხვევაა. მიმდინარე და გასულ კვირას ჩვენ ვიხილეთ ბევრი შემთხვევა, როდესაც ევროკავშირის დროშები ფრიალებდა, მათ შორისაა ის ამაღელვებელი კადრები - ასე ეხმაურება ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის გენერალური დირექტორი, მიხაელ ზიბერტი პრორუსი რადიკალების დღევანდელ ქმედებას, როდესაც მათ პარლამენტთან ევროკავშირის დროშა დაწვეს.
ჩვენი აქ ჩამოსვლის მიზანი შეხვედრების გამართვაა. ჩვენ შევხვდებით საგარეო საქმეთა მინისტრსა და სხვა ადამიანებს, მათ შორის ცხრა ოპოზიციურ პარტიას და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს. ასე რომ, ჩვენი ვიზიტი არის საკმაოდ ფართო.
რაც შეეხება ევროკავშირის დროშის დაწვის დღევანდელ ინციდენტს, ეს ცალკეული შემთხვევაა. მიმდინარე და გასულ კვირას ჩვენ ვიხილეთ ბევრი შემთხვევა, როდესაც ევროკავშირის დროშები ფრიალებდა, მათ შორისაა ის ამაღელვებელი კადრები, რომელშიც ქალი ევროკავშირის დროშით ხელში უპირისპირდება წყლის ჭავლს. სწორედ ეს არის ის მომენტები, რომლებიც გონებაში რჩება." ამბობს მიხაელ ზიბერტი