
შიდა ქართლის სოფელ ხოვლეთში უკვე ორ თვეზე მეტია სასმელი წყლის გარეშე ცხოვრობენ. ადგილობრივების ნაწილი წყალს ყიდულობს, ნაწილი კი რამდენიმე კილომეტრით დაშორებული წყაროდან ეზიდება.
ადგილობრივი მცხოვრებლები ამბობენ, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები ჰპირდებოდნენ, 7 ივლისს წყალი წამოვიდოდა, თუმცა დაპირება დაპირებად დარჩა.
სოფელში უწყლოდ დარჩენილმა მოსახლეობამ დღეს გამაფრთხილებელი აქცია გამართა, ადგილობრივებს "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელიც შეუერთდა.
"ჩვენი ინფორმაციით, ქართული ოცნების ჩინოვნიკებს აღნიშნული სასმელი წყალიმათ ნაკვეთებში აქვთ შეყვანილი, სადაც ხეხილის ბაღების რწყვა მიმდინარეობს", - ამბობს ოპოზიციის წარმომადგენელი.