ხელისუფლების მიერ წახალისებული რადიკალები | პრორუსების თავშეყრა რუსთაველზე და "ოცნების" პასუხი

გამოქვეყნდა:

ევროპარლამენტში უმნიშვნელოვანესი განხილვის პარალელურად, მმართველი პარტია დასავლეთს მორიგ მესიჯს უგზავნის. ჩამოხსნილი, დახეული და დამწვარი ევროკავშირის დროშა საქართველოს პარლამენტის წინ, "ქართული ოცნების" რადიკალურმა დანაყოფმა შეასრულა ის, რასაც ჯერჯერობით ივანიშვილის პარტია ვერ ბედავს.

შინაგან საქმეთა სამინისტრო კი რომელიც მშვიდობიანი აქციის მონაწილეებს არბევს, დღეს მშვიდად უყურებდა როგორ ჩადიოდნენ დანაშაულს პუტინისტური დაჯგუფებები. არცერთი დაკავებული და დაჯარიმებული, მაშინ როდესაც ევროკავშირის დროშის შებღალვა ჯარიმას ან 15-დღიან პატიმრობას ითვალისწინებს. უმოქმედო იყო პარლამენტის თავმჯდომარე. მეტიც, შალვა პაპუაშვილმა რუსთაველის გამზირზე მომხდარი, გასულ კვირას განვითარებულ მოვლენებს დაუკავშირა.
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი