"ქართულმა ოცნებამ" თავი ვერ შეიკავა და ღიად აჩვენა, რისთვის უნდოდა რუსული კანონის მიღება. პარტიის თავმჯდომარემ დღეს საჯაროდ დაადანაშულა უნივერსიტეტები, სამოქალაქო ორგანიზაციები, პოლიტიკური პარტიები და სამოქალაქო პროტესტში ჩართული ახალგაზრდობა და მორიგი შეთქმულების თეორია შეთხზა.
ირაკლი კობახიძემ აღწერა სქემა, რომლითაც თითქოსდა მოქმედებდა საზოგადოების ნაწილი ანტირუსულ აქციებზე და უფრო მეტიც - მმართველი პარტიის ლიდერი პროტესტის მონაწილეებს გამოძიებით და პატიმრობითაც კი დაემუქრა. პასუხად კობახიძემ მხოლოდ დაცინვა და საპასუხო სარჩელი მიიღო, რომელსაც უკვე ამზადებენ უმაღლესი სასწავლებლები.
ავტორი: ნატალი ჯახუტაშვილი