ევროკავშირის დროშის ჩამოხევას და მის დაწვას ევროპელი პოლიტიკოსები აუღელვებლად ხვდებიან. დასავლეთში ყველა აცნობიერებს, რომ "ქართული ოცნების" მიერ წახალისებული ძალადობა არ არის ქართველი ხალხის ნება - ჩვენს მეხსიერებაში დარჩება ქალი ევროკავშირის დროშით ხელში წყლის ჭავლის წინააღმდეგ - ამბობს კატერინა მატერნოვა, რომელიც ახლა გაფართოების საკითხებში მოლაპარაკებებზე აგებს პასუხს.
აგრესიული ჯგუფების პანიკურ რეაქციად მიიჩნევს დღეს რუსთველზე მომხდარს პოლიტპატიმარი ნიკა გვარამიაც. "მთავარი არხის" გენერალური დირექტორი თვლის, რომ ამ ძლადობით კიდევ ერთხელ დადასტურდა, თუ რისთვის სჭირდებოდა "ქართულ ოცნებას" რუსული კანონი.
ავტორი: ზურა პეტროსიანი