"ლიეტუვა მზადაა, დაეხმაროს საქართველოს საჭირო რეფორმების გზაზე" | ნაუსედა ზურაბიშვილს ტელეფონით ესაუბრა

გამოქვეყნდა:

"ლიეტუვა მზადაა, დაეხმაროს საქართველოს საჭირო რეფორმების გზაზე" - წერს ლიეტუვის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა Twitter. ნაუსედა წერს, რომ სალომე ზურაბიშვილს ტელეფონით ესაუბრა და საქართველოში 
მიმდინარე მოვლენები განიხილა.

"განვიხილეთ საქართველოში მიმდინარე მოვლენები პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან ერთად. დარწმუნებული ვარ ლიეტუვის მხარდაჭერის, საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე. ლიეტუვა მზადაა დაეხმაროს საქართველოს საჭირო რეფორმების გზაზე" - წერს ნაუსედა.

სალომე ზურაბიშვილმა, გიტანას ნაუსედას ევროპული გზის ურყევი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. 

"მადლობა ლიეტუვას ქართველი ხალხისა და ჩვენი ევროპული გზის ურყევი მხარდაჭერისთვის" - დაწერა ზურაბიშვილმა. 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი