"იმედი გვაქვს, რომ EU და მისი ქვეყნები დაუყოვნებლივ იმოქმედებენ, რომ მიხეილ სააკაშვილი სწრაფად გათავისუფლდეს" | ფოტიგა

გამოქვეყნდა:

"ჩვენ ვიცით მიხეილ სააკაშვილის მდგომარეეობის შესახებ. იყო რამდენიმე მოწოდება ევროპარლამენტისგან როგორც ზეპირი ასევე რეზოლუციების სახით. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ევროკავშირი და მისი წევრი ქვეყნები დაუყოვნებლივ იმოქმედებენ, რათა მოხდეს მიხეილ სააკაშვილის სწრაფი განთავისუფლება. მაღალი რანგის პოლონელი სამხედრო სამედიცინო ექსპერტების ჯგუფი უკვე მზად არის, ასევე მზად არის ტრანსპორტირების ყველა საშუალება, მათ შორის თვითმფრინავი. თუმცა, საქართველოს მხრიდან სიჩუმეა. დრო ახლა ყველაზე გადამწყვეტია. ის დაუყოვნებლივ უნდა იქნას გადაყვანილი რომელიმე ევროპულ ქვეყანაში, სადაც შესაბამის მკიურნალობის კურსს გაივლის" 

- თქვა ევროპარლამენტარმა ანა ფოტიგამ ევროპარლამენტში გამართულ დისკუსიაზე.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი