
"მინდა დავიწყო იმით, რომ მივულოცო საქართველოს მოსახლეობას ის, რომ დაიჭირეს მყარი პოზიცია რუსული კანონის წინააღმდეგ და მინდა გამოვთქვა აღფრთოვანება საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების მიმართ და მინდა კიდევ ერთხელ გავუსვა ხაზი, რომ საქართველოს მთავრობამ უნდა შეასრულოს 12 რეკომენდაცია. მან ასევე უნდა შეასრულოს ევროკავშირის მოთხოვნები, ყოფილი პრეზიდენტის შესახებ, რომელიც მოწამლეს და პატიმრობაშია. დღეს საქართველოში დაწვეს ევროკავშირის დროშა, ეს არის ძალიან სამწუხარო საქართველოს ყველა მეგობრისთვის. მაგრამ მე მჯერა, რომ საქართველოს მოსახლეობა შეებრძოლება ტოტალიტარიზმს და ავტორიტარიზმს"
- თქვა სტრასბურგში, საქართველოს შესახებ მიმდინარე დებატებზე, ევროპარლამენტარმა პეტრას აუსტრევიჩუსმა.