
"ევროპის სახალხო პარტია" Twitter-ზე წერს, რომ შეშფოთებულია "ოცნების" ხელისუფლების მიერ, ქვეყნის ემოკრატიულ ღირებულებებზე თავდასხმის მცდელობით. როგორც პარტიის განცხადებაში წერია, მათი ეს მცდელობა ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებებს ეწინააღმდეგება.
ჩვენ შეშფოთებულები ვართ პარტია "ქართული ოცნების" მიერ ქვეყნის დემოკრატიულ ღირებულებებზე თავდასხმის მცდელობით.ეს ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებებს! - წერია განცხადებაში.
გარდა ამისა EPP ევროპარლამენტარ მირიამ ლექსმანის განცხადებასაც აქვეყნებს, სადაც წერია: " საქართველოს მმართველმა პარტიამ დაამტკიცა, რომ ის არის ერთადერთი "რადიკალური ძალა" და "სიცრუის მანქანა".