რუსეთის თავდაცვა ამბობს, რომ შავი ზღვის თავზე ამერიკულ დრონს არ დაჯახებიან და ის თავისით ჩამოვარდა

გამოქვეყნდა:

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო შავი ზღვის თავზე ამერიკული დრონის ჩამოვარდნას ეხმაურება და აცხადებს, რომ  უპილოტო საფრენი აპარატი მისივე "მკვეთრი მანევრირების" შედეგად ჩამოვარდა. 

უწყება ამბობს, რომ MQ-9-სთან რუსეთის ძალები შეხებაში არ ყოფილან. სამინისტრო ამბობს, რომ რუსეთს არ გამოუყენებია საჰაერო სადესანტო იარაღი და არ შედიოდნენ კონტაქტში თვითმფრინავთან. 

"მოსკოვის დროით დაახლოებით 9:30 საათზე მკვეთრი მანევრირების შედეგად MQ-9 უპილოტო საფრენი აპარატი უკონტროლო ფრენაში წავიდა სიმაღლის დაკარგვით და შეეჯახა წყლის ზედაპირს", - აცხადებენ თავდაცვის სამინისტროში.

მანამდე აშშ-ის ევროპულმა სარდლობამ განაცხადა, რომ შავი ზღვის თავზე რუსული გამანადგურებელი სუ-27 ამერიკულ MQ-9 თვითმფრინავს შეეჯახა. უწყების ცნობით, ორი რუსული საჰაერო ხომალდიდან ერთ-ერთმა „არა უსაფრთხო და არაპროფესიონალური“ მანევრით ჩაუჭრა გზა ამერიკულ დრონს, რა დროსაც მის პროპელერს გამოედო. 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი