დროებით ოკუპირებულ მელიტოპოლში მანქანის აფეთქების შედეგად, კოლაბორანტი "ჩინოვნიკი" დაიღუპა

გამოქვეყნდა:

უკრაინის დროებით ოკუპირებულ ქალაქ მელიტოპოლის ცენტრში ძლიერი აფეთქება მოხდა. უკრაინული მედიის ინფორმაციით, აფეთქდა მანქანა, რომელშიც სავარაუდოდ, საოკუპაციო ხელისუფლების წარმომადგენელი იმყოფებოდა. 

რუსული პროპაგანდისტული სააგენტო RIA Melitopol იუწყება, რომ აფეთქება ცხრასართულიანი საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ეზოში მოხდა. ამავე მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ დაიღუპა "ჩინოვნიკი“.

უკრაინის უშიშროების სამსახურში Ukrainska Pravda-ს წყაროებმა დაუდასტურეს, რომ "ჩინოვნიკი" გარდაიცვალა. საუბარია ივან ტკაჩიზე, რომელიც ოკუპანტებმა 2022 წლის სექტემბრის დასაწყისიდან მელიტოპოლის სამხედრო-სამოქალაქო ადმინისტრაციის "მუნიციპალური უნიტარული საწარმო საქალაქო ტრანსპორტის“ ე.წ. დირექტორის თანამდებობაზე დანიშნეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი