"ჩვენი სახელმწიფოს სიძლიერე ემყარება ფაქტს, რომ უკრაინელები გადამწყვეტ მომენტში მეომრები ხდებიან" - ზელენსკი

გამოქვეყნდა:

ჩვენი თავდაცვისა და უსაფრთხოების ძალების სიძლიერე ჩვენი ხალხის სიძლიერეშია. უკრაინელების და მთლიანად სახელმწიფოს სიძლიერე ემყარება იმ ფაქტს, რომ უკრაინელები მეომრები ხდებიან გადამწყვეტ მომენტში - ისინი არ კარგავენ ძალას, ისინი იბრძვიან, ისინი არ ეძებენ იმას, რაც მათ არ ეკუთვნით, ისინი ყველაფერს აკეთებენ იმის დასაბრუნებლად, რაც მათია.

ჩვენ გავიმარჯვებთ ამ ომში. ამისთვის ყველაფერს ვაკეთებთ. ჩვენ ერთმანეთს ვუჭერთ მხარს. ჩვენ ვაძლიერებთ სახელმწიფოს. ჩვენ ვაერთიანებთ მსოფლიოს ჩვენი გამარჯვებისთვის, რომელიც რეალურად შედგება ყველა იმ ადამიანის მოქმედებისგან, ვინც უკრაინისთვის იბრძვის, რომლებიც იბრძვიან ჩვენი ქვეყნისთვის და თავიანთი ძმებისთვის, რომლებიც ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რათა მტერმა ვერ მიიტაცოს ვერც ჩვენი მიწა და ვერც უკრაინის დიდება.

დიდება ყველას, ვინც ახლა იბრძვის ჩვენი ქვეყნისთვის!
დიდება ყველას, ვინც მხარს უჭერდა უკრაინას!
კურთხეული ხსოვნა და მარადიული პატივი ყველას, ვისი სიცოცხლეც რუსულმა დაბომბვამ და დარტყმებმა შეიწირა!
დიდება უკრაინას!

- ამბობს უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი საღამოს მიმართვაში. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი