
BBC ავრცელებს ინფორმაციას, რომ დიდი ბრიტანეთისა და გერმანიის მოიერიშე თვითმფრინავებმა ესტონეთის საჰაერო სივრცის მახლობლად რუსული თვითმფრინავი დააკავეს.
"ეს პირველი შემთხვევაა, როცა მსგავსი ოპერაცია ორმა ქვეყანამ ერთად განახორციელა", - წერს BBC.
მედია წერს, რომ ორმა საბრძოლო თვითმფრინავმა - Typhoon-მა გააჩერა Ил-78 სამხედრო სატრანსპორტო ტანკერი. რომელიც დაფრინავდა პეტერბურგსა და კალინინგრადს შორის.
არსებული ინფორმაციით, საწვავის შემავსებელმა თვითმფრინავმა ვერ შეძლო ესტონეთის საჰაერო მოძრაობის კონტროლთან დაკავშირება.
ბრიტანული და გერმანული გამანადგურებლები ნატოს ქვეყნების საჰაერო სივრცეში გეგმიურ მოვალეობებს ასრულებენ.