რუსეთის თავდაცვის სამინისტრო საკონტრაქტო სამსახურში 400 000 ადამიანის გაწვევას გეგმავს - მედია 

გამოქვეყნდა:

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო 1 აპრილიდან იწყებს ჯარში საკონტრაქტო ჯარისკაცების ახალ რეკრუტირებას, იგეგმება 400 000 ადამიანის დაკომპლექტება. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. 

გამოცემა Ura.ru წერს, რომ შესაბამისი ინფორმაცია უკვე გაიგზავნა რუსეთის რეგიონებში, გუბერნატორები მოსამზადებელ სამუშაოებს აწარმოებენ.

400 000 გამომდინარეობს რუსეთის ფედერაციის რეგიონებში გაგზავნილი ბრძანებების ანალიზიდან, რომელშიც მითითებულია იმ ადამიანების რაოდენობა, ვისთანაც უნდა გაფორმდეს ხელშეკრულება სამხედრო სამსახურის შესახებ. მაგალითად, თავდაცვის სამინისტროს გეგმების მიხედვით, ჩელიაბინსკის და სვერდლოვსკის რაიონებში 10 000 ადამიანი უნდა შევიდეს სამხედრო სამსახურში, ხოლო პერმის მხარეში 9 000. 

ამასთან რუსული მედია წერს, რომ რუსეთის თავდაცვის მინისტრის, შოიგუს გეგმების მიხედვით, 2023 წლის ბოლომდე პროფესიონალი სამხედრო მოსამსახურეების რაოდენობა 400 000-დან 521 000 ადამიანამდე უნდა გაიზარდოს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი