კრემლი მაღალჩინოსნებსა და საჯარო მოხელეებს მოგზაურობას უკრძალავს, რომ ქვეყნიდან არ გაიქცნენ - ბრიტანეთის დაზვერვა

გამოქვეყნდა:

ბრიტანეთის დაზვერვის ინფორმაციით, კრემლთან დაახლოებულ ოფიციალურ პირებს უცხოეთში დასასვენებლად მოგზაურობა ეკრძალებათ. ბრიტანულ დაზვერვას აქვს მტკიცებულება, რომ ზოგიერთ ჩინოვნიკს პასპორტები FSB-მ ჩამოართვა.

შეზღუდვა სავარაუდოდ იმ მოტივით მოქმედებს, რომ მაღალჩინოსნები რუსეთიდან არ გაიქცნენ.

"არსებობს რეალური შესაძლებლობა, რომ რუსეთში შიდა უსაფრთხოების რეგულაციები კიდევ გამკაცრდეს და მოგზაურობაზე შეზღუდვები გავრცელდეს საჯარო სექტორში დასაქმებულების უფრო ფართო სპექტრზე" აღნიშნავს ბრიტანული დაზვერვა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი