"გამომძიებელთან კომუნიკაციაც გართულდა"- ქაცარავას ოჯახზე თავდამსხმელები ისევ არ დაუკავებიათ

გამოქვეყნდა:

დავით ქაცარავას ოჯახის წევრებზე თავდასხმიდან 5 დღე გავიდა, თუმცა შსს-ს ამ დრომდე არავინ დაუკავებია და არც მათი იდენტიფიცირება მომხდარა. ქაცარავა ამბობს, რომ გამომძიებელთან კომუნიკაციაც გართულდა: 

"ამ წუთისთვის ინფორმაცია ნულოვანი გვაქვს. გამომძიებელთან კომუნიკაციაც გართულდა შედარებით, ამიტომ, მოცემულობა იმდაგვარია, რომ ჯერჯერობით იდენტიფიცირებული არ არს და შესაბამისი ღონისძიებები გატარებული არ არის" ამბობს ქაცარავა.

ადვოკატ მიხეილ რამიშვილის განცხადებით, ისინი შსს-ს ხელმძღვანელობასთან შეხვედრასაც მოითხოვდნენ, თუმცა უწყებიდან არც ამ მოთხოვნაზე მიუღიათ პასუხი.

შეგახსენებთ, თავდასხმა ქაცარავას ცოლ-შვილზე 10 მარტის ღამეს მოხდა. ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერის თქმით, ალტ-ინფოელი რადიკალები მის მეუღლესა და არასრულწლოვან შვილს თავს ბენზინგასამართ სადგურთან დაესხნენ. დაამტვრიეს მანქანა, დალეწეს შუშები და ცდილობდნენ  არასრულწლოვანის მანქანიდან ძალით გადათრევას.

ავტორი: ნინი ჟიჟიაშვილი

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი