რუსეთმა ხარკოვში საცხოვრებელი კორპუსები დაბომბა - საჰაერო განგაში უკრაინაში

გამოქვეყნდა:

რუსეთმა სარაკეტო იერიში ხარკოვზე მიიტანა - ხარკოვის მერის იგორ ტერეხოვის მონაცემებით, დაბომბილია საცხოვრებელი კორპუსები და ურბანული ინფრასტრუქტურა. მსხვერპლის შესახებ ცნობები ჯერჯერობით არ გავრცელებულა.

ხარკოვის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის,ოლეგ სინეგუბოვის ინფორმაციით, ქალაქში აფეთქებებია.

შეგახსენებთ, დილიდან უკრაინის მასშტაბით საჰაერო განგაშია გამოცხადებული, რადგან ბელარუსის აეროდრომიდან MiG-31K-ის გამანადგურებელი აფრინდა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი