უკრაინის უსაფრთხოებამ ხარკოვში FSB-ის აგენტი დააკავა, რომელიც უკრაინელ სამხედროებზე ტერორისტულ თავდასხმებს ამზადებდა

გამოქვეყნდა:

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა [SBU] ხარკოვში რუსეთის FSB-ის აგენტი დააკავა, რომელიც უკრაინელ მფრინავებსა და სპეცრაზმელებზე ტერორისტულ თავდასხმებს ამზადებდა.

ის ფარულად იღებდა უკრაინის დამცველების სამხედრო ბაზებსა და მათ ტრანსპორტირებას და ცდილობდა დაედგინა სამხედრო მოსამსახურეთა დისლოკაციის ადგილი და მათი მარშრუტი.

გარდა ამისა, ერთ-ერთ სახლთან, სადაც უკრაინელი სამხედროები ცხოვრობდნენ, უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებმა ასაფეთქებელი ნივთიერების საწყობი აღმოაჩინეს. ასაფეთქებელი სწორედ დაგეგმილი ტერაქტებისთვის იყო განკუთვნილი. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი