მოსწონს თუ არა კუბილიუსს, საქართველო სწორედ თავისი ხელისუფლების დამსახურებით იმსახურებს კანდიდატის სტატუსს - სარჯველაძე

გამოქვეყნდა:

"კრიტიკულად მიუღებელია, წარმოუდგენელი რამ არის, როდესაც გვთავაზობენ ასეთ ლოგიკას, რომ ცალკე ხელისუფლების დამსახურებაზე და ცალკე ხალხის დამსახურებაზე საუბრობენ. საქართველო ერთიანად იმსახურებს ევროკავშირში გაწევრიანებას, კანდიდატის სტატუსს. ეს ითქვა, ეს არის ყველაზე მთავარი, ეს უნდა დავინახოთ, მოსწონს ეს მაგალითად კუბილიუსს თუ არ მოსწონს, დღეს საქართველო სწორედ თავისი ხელისუფლების დამსახურებით მათ შორის, იმსახურებს კანდიდატის სტატუსს. ევროპული ღირებულებები რისთვისაც არის ჩვენთვის ყველაზე მეტად მნიშვნელოვანი და მიმართულება, საითაც ვვითარდებით, სწორედ იმას გულისხმობს, რომ სამართლიანია გადაწყვეტილებები და სამართლიანობის პრინციპზე დაყრდნობით მიიღება, თუკი ჩვენ მხედველობაში მივიღებთ, რომ საქართველო იმსახურებს ევროკავშირის წევრობას. რა თქმა უნდა, ეს ნიშნავს იმას, რომ არ შეიძლება, მაგალითად, ევროპარლამენტის რომელიმე პოლიტიკური გუნდის ანტაგონისტური დამოკიდებულება საქართველოს ხელისუფლებაში მყოფი პოლიტიკური გუნდის მიმართ, გახდეს წინაღობა ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანებისთვის" [პირველი არხი]

აცხადებს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე ევროპარლამენტში გამართული მწვავე დებატებისა და ევროპარლამენტარების კრიტიკული განცხადებების შეფასებისას.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი