"მართლაც ყველა ნიღაბი მოიხსნა" - მიხეილ სააკაშვილის მადლობა ევროპარლამენტს

გამოქვეყნდა:

"მართლაც ყველა ნიღაბი მოიხსნა - ჩვენ საქმე გვაქვს ტყუილის და ძალადობის მანქანასთან რომელიც მუშაობს რუსეთზე" - ნათქვამია საქართველოს მესამე პრეზიდენტის ფეისბუქ გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში, სადაც ის მადლობას უხდის ევროპარლამენტარებს სოლიდარობისა და მხარდაჭერისთვის.

საქართველოს ევროპულ გზაზე მთავარი დაბრკოლება ოლიგარქიული რეჟიმია - ეს იყო მთავარი გზავნილი ევროპარლამენტში, გუშინ გამართულ დებატებზე

ევროპარლამენტარების მხრიდან, არაერთხელ გაჟღერდა ბიძინა ივანიშვილის სახელი და გვარი, როგორც ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე მთავარი დაბრკოლება. 

ევროპელი დეპუტატები ამბობენ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ყველა ნიღაბი ჩამოიხსნა და კიდევ ერთხელ იმეორებენ იმას, რომ ნიკა გვარამიას და მიხეილ სააკაშვილის სახით დღეს ქვეყანას  პოლიტიკური პატიმრები ჰყავს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი