
საპარლამენტო ოპოზიციამ საქართველოს პარლამენტის თავმდჯომარესა და საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატებს ვენეციის კომისიის დასკვნის ნაწილები მარკერით გაუხაზა და პარლამენტის თავმჯდომარის მისაღებში დაუტოვა.
ოპოზიციონერი დეპუტატების თქმით, მმართველ უმრავლესობაში არაკომპეტენტურობის გამო, ვერ კითხულობენ, ან ვერ პოლობენ, თუ რა წერია რეალურად დასკვნაში, რის გამოც მათ კრიტიკული დასკვნის პუნქტები თავად მოუნიშნეს.
"ვინაიდან პარლამენტის თავმჯდომარე თავად ვერ პოლობს და ვერ კითხულობს ვენეციის კომისიის დასკვნებს, ან ის ადამიანები, რომელსაც ამ დავალებას აძლევს, არიან არაკომპეტენტური და ვერ მოუძებნეს პარლამენტის თავმჯდომარეს რა წერია რეალურად ვენეციის კომისიის დასკვნაში, დავეხმარებით მას და გავუხაზეთ მარკერით და აღვუნიშნეთ შინაარსი ამ დასკვნის ",- თქვა ანა ნაცვლიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ვენეციის კომისია კრიტიკულად აფასებს როგორც დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტსა და საერთო სასამართლოების რეფორმასაც. კომისიის დასკვნაში ხაზგასმულია, რომ დეოლიგარქიზაციის ის პროექტი, რომელსაც ქვეყანას ქართული ოცნება სთავაზობს, ვერ პასუხობს სისტემურ გამოწვევას, მართლმსაჯულების საკითხზე საუბრისას კი კომისია ღიად მიუთითებს სასამართლოებში დამკვიდრებული კლანური მმართველობის პრობლემაზე.
პარალელურად "ქართული ოცნება" ამტკიცებს, რომ ვენეციის კომისიის დასკვნა მხოლოდ ტექნიკური სახის რეკომენდაცებს მოიცავს და მთლიანობაში ეს ტესტი კანონპროექტებს გავლილი აქვთ.