
სამი ოპოზიციური პარტია “სტრატეგია აღმაშენებელი”, “დროა” და “გირჩი მეტი თავისუფლება” სტრასბურგში შეხვედრებს მართავს. პირველი შეხვედრა ევროპარლამენტართან და "ალდეს" პრეზიდენტთან ილჰან კიუჩუკთან გამართეს. როგორც ოპოზიციონერები აცხადებენ შეხვედრის მთავარი თემა ევროინტეგრაცია და თბილისში რამდენიმე დღის წინ მომხდარი დარბევები იყო.
"პირველი შეხვედრა ევროპარლამენტართან და ალდეს პრეზიდენტთან - ილჰან კიუჩუკთან სტრასბურგში.
შეხვედრის მთავარი თემა ევროინტეგრაცია და რამდენიმე დღის წინ თბილისში მომხდარი დარბევები იყო.
მან გვითხრა, რომ დემონსტრანტების სამართლებრივი დევნა არ უნდა დავუშვათ და ალდეს ფაქტების შემსწავლელ ვიზიტს დააორგანიზებს საქართველოში." ნათქვამია ოპოზიციის განცხადებაში.