მეათე რამშტეინი - უკრაინის თავდაცვის საკითხებზე შეხვედრა დაიწყო

გამოქვეყნდა:

უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრა "რამშტეინის" ფორმატში, დაიწყო. შეხვედრა ონლაინ რეჟიმში მიმდინარეობს

წინასწარ გაკეთებული განცხადებების მიხედვით, შეხვედრაზე უკრაინისთვის ყველაზე მნიშვნელოვან საჭიროებებს განიხილავენ, მათ შორის საბრძოლო მასალას.

უკრაინა პირდაპირ ამბობს, რომ მოკავშირეებისგან საჰაერო თავდაცვის სისტემებისა და საბრძოლო მასალის მიღებას ელოდება, თუმცა ასევე სჭირდება ქვეითი საბრძოლო მანქანები და ტანკები.

ომში მყოფ ქვეყანას ამ ეტაპზე ყველაზე მეტად HIMARS და MARS რაკეტები, 155 მმ ჭურვები, ნაღმები, რაკეტები საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის, კამიკაძე დრონები და სატანკო ჭურვები ესაჭიროება.

შეგახსენებთ, რამშტეინის ფორმატში პირველი შეხვედრა გასული წლის აპრილში შედგა, რომელზეც ქვეყნებმა უკრაინისთვის 5 მილიარდი დოლარის დახმარება დაამტკიცეს. 

მომდევნო თვეებში კოორდინაცია გაუწიეს ჰაუბიცების, ჯავშანმანქანების, სარადარო რაკეტების, საზენიტო იარაღისა და ჯავშანტექნიკის მიწოდებას.

ბოლო, მეცხრე შეხვედრაზე პარტნიორი ქვეყნები უკრაინას დაპირდნენ, რომ გაზაფხულზე უკრაინას კონტრშეტევაზე გადასვლაში დაეხმარებიან. 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი