რუსეთმა უკრაინელ ჯარისკაცს მკაცრი რეჟიმის კოლონიაში 12 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

გამოქვეყნდა:

რუსეთმა უკრაინელ ჯარისკაცს მკაცრი რეჟიმის კოლონიაში 12 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. რუსეთი მას ომის დანაშაულებში სდებს ბრალს.

ანდრეი ნეზნამოვი უკრაინის შეიარაღებული ძალების ცალკეული მექანიზებული ბრიგადის ჯარისკაცია. 

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი ამტკიცებს, რომ გასული წლის 25 მაისს მან ოკუპირებულ ლუგანსკის ოლქში,  სევეროდონეცკში, ყუმბარა ისროლა, რის შედეგადაც ერთი ქალი დაიჭრა.

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის მტკიცებით, ნეზნამოვი დანაშაულს აღიარებს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი