"რუსეთზე რას ვფიქრობ, ჩემი საქმეა" | "ლუციფერის მხილების" ავტორი არ პასუხობს კითხვას, არის თუ არა პუტინი მტერი, რუსეთი კი ოკუპანტი

გამოქვეყნდა:

ვინ და რა მიზნით დაურიგა ანტიდასავლური, ანტისემიტური და ანტიდემოკრატიული იდეებით გაჯერებული წიგნი საქართველოს პარლამენტის წევრებს. "ლუციფერის მხილების" ავტორი "მთავარ არხთან" ინტერვიუში ამბობს, წიგნები საკანონმდებლო ორგანოს კანცელარიაში მიიტანა და დეპუტატების სამუშაო მაგიდამდეც მისი გამოცემა უპრობლემოდ მივიდა.

წიგნს არ აწერია გამომცემლობა, ავტორი არ პასუხობს კითხვას არის თუ არა რუსეთი მტერი, ამტკიცებს რომ ამერიკა კაცობრიობას ებრძვის და აღარ განმატავს, რა ფაქტობრივ გარემოებებს ეყრდნობა მისი მტკიცება დემოკრატიის ლუციფერთან გაიგივების შესახებ. 

"რუსეთზე რას ვფიქრობ, ეს ჩემი საქმეა. თქვენ ძალიან ზედაპირულად უყურებთ მოვლენებს... მათ მეორე სახელმწიფოს შექმნა უნდათ უკრაინაში... ამერიკის შეერთებული შტატები, მავანთა ხელში, ეს არის სამხედრო პოლიტიკური იარაღი, რომელიც მიმართულია კაცობრიობის წინააღმდეგ", - ამბობს ის.

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი