"ქართული ოცნება" ცრუობს და მიზანმიმართულად შეყავს საზოგადოება შეცდომაში, თითქოს ვენეციის კომისიამ საქართველოს ხელისუფლებას დეოლიგარქიზაციისა და საერთო სასამართლოების შესახებ კანონპროექტზე ტექნიკური სახის რეკომენდაციები მისცა.
რეალურად, შეფასება კრიტიკული და უარყოფითია. კომისია თავის დასკვნაში ხაზგასმით ამბობს, რომ კანონპროექტი, რომელსაც "ქართული ოცნება" კომისიას სთავაზობს, არ პასუხობს მოთხოვნებს და სისტემურ გამოწვევას. დოკუმენტში პირდაპირ არის მითითებული, რომ დეოლიგარქიზაციის პროექტი ქვეყანაში არსებული ვითარების ფონზე მხოლოდ ხელისუფლების ოპონენტებზე გავრცელდება და ადამიანის უფლებების დარღვევებს გამოიწვევს.
ყველა მნიშვნელოვანი შენიშვნა, რასაც ივანიშვილის პოლიტიკური კლანი ტექნიკურ რეკომენდაციას უწოდებს, ხელისუფლების ოპონენტებმა პარლამენტის თავმჯდომარეს მოუნიშნეს და მისაღებში დაუტოვეს.