
უკრაინის პრეზიდენტმა სამხედრო ადმინისტრაციის სამი ხელმძღვანელის გათავისუფლებას ხელი მოაწერა. მათ შორისაა ლუგანსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი სერგეი გაიდაი. თანამდებობიდან ასევე გათავისუფლდნენ ოდესის (მაქსიმ მარჩენკო) და ხმელნიცკი (სერგეი გამალიი) ადმინისტრაციის ხელმძღვანელები
პრეზიდენტის განკარგულებაში ნათქვამია, რომ სამივე ხელმძღვანელი მათ მიერ წარდგენილი განცხადებების საფუძველზე გათავისუფლდნენ.
გავრცელებული ინფორმაციით, სერგეი გაიდაი ყაზახეთში უკრაინის ელჩად ინიშნება.