"ლუციფერის მხილება" | ვინ არის "ალქოჩარი" და რატომ დაარიგეს ანტიდასავლური წიგნები პარლამენტში

გამოქვეყნდა:

პარლამენტის წევრებს ამავე პარლამენტის აპარატის თანამშრომლებმა დღეს ანტიდასავლური რიტორიკით გაჟღენთილი წიგნები დაურიგეს. ოპოზიცია გაოგნებას ვერ მალავდა, როცა მათ სამუშაო კაბინეტებში დილით ანტილიბერალური იდეებით გაჯერებული პუბლიკაცია დახვდათ.

წიგნის ავტორი ქართველი, ვინმე ალექსანდრე ქოჩიაშვილია, რომელმაც საკუთრი ნამუშევარი საკანონმდებლო ორგანოს კანცელარიაში დატოვა, თუმცა გაუგებარია, რატომ გასცა თანხმობა აპარატის უფროსმა, რომ მსგავსი შინაარშის ლიტერატურა საკანონმდებლო ორგანოს შენობაში მოხვედრილიყო, მაშინ როდესაც თავად პარლამენტის წევრებსაც კი ხშირ შემთხვევაში უარს ეუბნებიან შენობაში სხვადასხვა ნივთის შეტანაზე.

იყო თუ არა ეს გამიზნული ქმედება და დგას თუ არა ამ ყველაფრის უკან ქართული ოცნება? - ოპოზიციას ეჭვი აქვს, რომ ამ პროცესებში უშუალო წვლილი მმართველ პარტიას მიუძღვის, რომელიც კრემლის პროპაგანდის გავრცელებას ახლა კანონმდებლებთან ცდილობს.

ავტორი: ნატალი ჯახუტაშვილი

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი